ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ 425 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის პროდუქტების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 425 ადგილობრივი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ზეთის, შაქრის, მაკარონის, ფქვილის, კარტოფილისა და ხახვის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული სურსათის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 39 100 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება თითოეული პროდუქტის ღირებულებას, 425 ოჯახისთვის თითო ბოთლი ზეთის შესაძენად 5 950 ლარია გამოყოფილი, 10-10 კგ. შაქრისა და თითო მაკარონის შესაძენად - 18 275 ლარი, თითო ტომარა ფქვილის საყიდლად - 14 875 ლარი, 10-10 კგ. კარტოფილისა და ხახვის შესაძენად კი 13 600 ლარია გავალისწინებული. 

ტენდერში წინადადებების მიღება 25 ოქტომბრიდან დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს დაფასოებულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს საქონლის ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.


პროდუქტის სრულად მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 დღე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.