ფოთში, ძლიერმა ქარმა, კოსტავას N22-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავი ნაწილობრივ გადახადა.
გარდა ამისა, დაზიანებულია ავტომობილები, რომლებიც მიმდებარედ იყო დაპარკინგებული.
![](/images/temp/2023/11/27/e9ba82d275560a73196704a5b6f3d073.jpg)
ქალაქ ფოთის მერიის ინფორმაცით,მუნიციპალური სამსახურები ადგილზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, საცხოვრებელი კორპუსი კი ამინდის გაუმჯობესებამდე დროებით შესაბამისი მასალით გადაიხურება. ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის შეფასებით შემდეგ კაპიტალური გადახურვის სამუშაოებიც დაიწყება.
ფოტო: ფოთის მერია
მასალის გამოყენების პირობები