ახალი ამბები
ზუგდიდში დააკავეს “მილიციელი”, რომელიც გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში მონაწილეობდა
ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელიც გასული წლის დეკემბერში, საქართველოს მოქალაქის, გალელი თემურ კარბაიას გარდაცვალებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. 
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე სს კოდექსის 236-ე მუხლით აიყვანეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბრალდებილი მამაკაცი, ზუგდიდში, სავარაუდოდ, ათ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იმალებოდა.

მანამდე ამ საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შსს - ს სამი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა და ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებასა და უფლებამისილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავეს.

თემურ კარბაიას სიკვდილის შესახებ 2023 წლის 9 დეკემბერს გახდა ცნობილი. 43 წლის მამაკაცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, ე.წ. მილიციამ გააჩერა და სასტიკად სცემა. მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა. 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არაფერი უთქვამთ თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობაზე.

დე ფაქტო სუს - ის მიერ გალში საქართველოს მოქალაქის თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს კარბაია გალის ბაზრობასთან დააკავეს, რის შემდეგაც ის "მოიქცა ძალადობრივად და ცდილობდა თავის დაჭრას". განყოფილებაში აცხადებენ, რომ ის "სამედიცინო ჩარევისთვის" რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და "პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ" 7 დეკემბერს დილით გაათავისუფლეს. კომენტარში ნათქვამია, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ის "გაუარესებული ჯანმრთელობის გამო" მივიდა.

თემურ კარბაია, 2023 წლის 16 დეკემბერს, გალის რაიონის სოფელ წარჩეში დაკრძალეს.

გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, ეფექტიანი გამოძიებისკენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.