რეგიონი
სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი - დღეს ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართება
დღეს, 14 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 18:00 საათზე გაიმართება.

სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა თავის პოსტში ქართველი პოეტის ბესიკ ხარანაულის ლექსის სტროფი გამოაქვეყნა და მოუწოდა მოქალაქეებს, რომ კიდევ ერთხელ შეუერთდნენ "აგენტების" კანონის წინააღმდეგ აქციას.

"გაჯავრდი და განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!"

მოდი 14 მაისს 18:00 საათზე ზუგდიდის მერიის წინ. კიდევ ერთხელ შევუერთოთ ჩვენი ხმა ქვეყანაში არსებულ პროტესტს. ერთად ვუთხრათ #არარუსულკანონს!''
, - წერს სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. კანონპროექტის განხილვა მრავალათასიანი აქციების ფონზე მიმდინარეობს, პროტესტები უკვე ერთი თვეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში. 

გუშინ, 13 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დღეს განიხილავენ.

ამავე თემაზე:

პარლამენტის ბიურომ ე.წ აგენტების კანონპროექტი დაარეგისტრირა

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.