ახალი ამბები
ზუგდიდში უწყვეტი აქცია “აგენტების” კანონის წინააღმდეგ გრძელდება (ფოტო)
ზუგდიდში გრძელდება უწყვეტი აქციები “აგენტების” კანონის გასაპროტესტებლად.

მოქალაქეები კვლავ პირველი პრეზიდენტის ბიუსტთან შეიკრიბნენ და ბულვარის მიმდებარედ ქვეითთა გადასასვლელი მცირე ხნით გადაკეტეს.

მათ ავტომობილების მძღოლები სიგნალებით უცხადებდნენ სოლიდარობას.

აქციები “აგენტების” კანონის წინააღმდეგ მეორე თვეა, მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 30 დეპუტატი.

შეგახსენებთ, "აგენტების" კანონს სამივე მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.

ამავე თემაზე:

საქართველო დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს თავის ევროპულ ოჯახში, - ემიგრანტების ხმები „აგენტების“ კანონის წინააღმდეგ (აუდიო)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და...“ გალა კონცერტით დასრულდა.
მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო.
პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და...“ ჯიხაშკარში, მის მშობლიურ სოფელში გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2024
რას სთავაზობს პროგრამა საქართველოში მცხოვრებ უფროსკლასელებს, ვინ აფინანსებს და რა ხარჯებს ფარავს პროგრამა, ვის შეუძლია მასში მონაწილეობა და რა უნდა იცოდნენ კონკურსში ჩართვის მსურველებმა და მათი ოჯახის წევრებმა, რა უნარებს იძენენ აპლიკანტები, პროგრამის ეტაპების გადალახვის პროცესში, რა შესაძლებლობები და პერსპექტივები ჩნდება პროგრამის კურსდამთავრებულთათვის, როგორც აკადემიური ისე კარიერული განვითარების თვალსაზრისით, - რადიო „ათინათის“ კითხვებს პასუხობს FLEX პროგრამის ასისტენტი - მანანა კაპანაძე.
17 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
17 / ივლისი 2024
21 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივლისი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 29 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.