ახალი ამბები
ჩინურ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორია - აშშ-ის სახდეპი ანაკლიის პროექტზე
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმის (China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე მეორედ გამოეხმაურა. გამოცემა „აქცენტის“ მიერ ანაკლიაზე დასმულ შეკითხვას უწყებაში პასუხობენ, რომ შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა.

"ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შენდება ინფრასტრუქტურა და ვინ აშენებს მას. საქართველოს გლობალურ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება კარგია, მაგრამ ამ კომპანიას არც ერთის გამოცდილება აქვს, არც მეორის.

მისი ერთ-ერთი წინა პროექტი, ანაკლიის მსგავსად, დაიწყო საჯარო-კერძო პარტნიორობით, მაგრამ შედეგად ჩინეთმა მიიღო 99-წლიანი იჯარა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შემდგომში კი ჩინური "კვლევითი ხომალდების" ვიზიტები, რამაც მთელი რეგიონის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. შრი-ლანკაში, ჰამბანტოტაში მდებარე ეს პორტი ამჟამად სამარცხვინოა ჩინეთისა და მასპინძელი შლი-ლანკის სარგებლის უთანასწორობის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, ხსენებულ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც. კერძოდ, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCG–ის დაფინანსებით გზებისა და ხიდების მშენებლობის პროექტები თაღლითობის გამოვლენის გამო დაბლოკა“, - განუცხადეს გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტში.

უწყებაში იმედოვნებენ, რომ პორტის ინვესტორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეირჩა.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან მიიღო.

შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 12 მაისს დასრულდა.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, რუხის ციხეში ბავშვთა განვითარების ცენტრის "დობადონას" ორგანიზებით, სპექტაკლი გაიმართა.
ზუგდიდს, პირველად, თანამედროვე ტიპის ჩოგბურთის კორტი ექნება.
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
დღის სიახლეები
05 / ოქტომბერი 2024
ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ.
05 / ოქტომბერი 2024
მარტვილში, სოფელ სალხინოში, ორსულ ქალს ავტომობილი დაეჯახა.
04 / ოქტომბერი 2024
მოსკოვი გააგრძელებს სოხუმისთვის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში დახმარებას, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან შეხვედრაზე განაცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.