ახალი ამბები
ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კონსორციუმის (China Communications Construction Company Limited-ი (CCCC)) გამარჯვებას გამოეხმაურა. მან "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, მთელი ყურადღება "რუსულ კანონზე" იყო, რის გამოც, მისი თქმით, ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს სათანადო ყურადღება ვერ მიექცა.

„ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ცნობით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან მიიღო.

კომპანიის სანქცირებასთან დაკავშირებით, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ China Communications Construction Company Limited-ს აშშ-ის ორი უწყებისგან გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა,  მაგრამ როგორც ის ამბობს, კონსორციუმს არ ეზღუდება ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია და პროექტში მონაწილეობა. 

იქამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადებით, შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით კი, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მალე დაიწყება, რომელშიც პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ დოლარია და პროექტის წარმატებით დასრულება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.

შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 12 მაისს დასრულდა.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
19 ივლისს, თიბისის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიის "შემეცნებითი ტურნე რეგიონების" ფარგლებში შემდეგი შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
23 / ივლისი 2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (Naec) მონაცემებით, ზუგდიდში, მე-4 სკოლის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 278
23 / ივლისი 2024
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022-2023 წლებში 14 911-მა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა. მათგან 8 502 ბიჭი, ხოლო 6 409
23 / ივლისი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული შადრევნის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 14 000 ლარის ღირებულების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
18 / ივლისი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.