ახალი ამბები
სოხუმში გაეროს რეზოლუციას ეხმაურებიან
ოკუპირებულ რეგიონებში დევნილების უსაფრთხო დაბრუნების უფლების შესახებ გაეროს რეზოლუციას სოხუმში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ის „ცალმხრივია“.

„არაერთხელ, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ცდილობდნენ მიეღოთ შესაძლებლობა, გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს წარმოედგინათ საკუთარი პოზიცია ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, აფხაზური მხარის ყველა მოთხოვნა, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი, სრულიად იგნორირებულია“, - აღნიშნულია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

ისინი მოუწოდებენ გაეროს გენერალურ მდივანს, „გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და უზრუნველყოს“ აფხაზური მხარის წარმომადგენლების მონაწილეობა გაეროს შესაბამისი კომიტეტების მუშაობაში.

2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუცია მიიღეს.

იგი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერაა ინიციირებული.

წელს რეზოლუციას მხარი 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა, რაც, 3-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ, ისტორიაში პირველად, მხარდამჭერთა შორის სომხეთიც არის.

რაც შეეხება საქართველოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორს - ჩინეთს, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, მან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მასთან ერთად, კიდევ 51-მა ქვეყანამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.