ახალი ამბები
ზუგდიდში შშმ პირებმა "აგენტების" კანონი გააპროტესტეს (ფოტო)
დღეს ზუგდიდში აქცია სახელწოდებით "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ევროპული მომავლისთვის" ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან გაიმართა.

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ "აგენტების" კანონი უდიდესი გამოწვევების წინაშე აყენებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების მანძილზე შშმ პირთა უფლებების დაცვისთვის მუშაობენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე, პოლიტიკის შექმნის დონეზე.

"აქციაზე გამოსული არიან შშმ პირები რომლებიც უპირისპირდებიან რუსულ რეჟიმს საქართველოში და ისინი ემხრობიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მათი მთავარი მოთხოვნაა ის, რომ კანონზე საბოლოოდ თქვას პარლამენტმა უარი და არ დაუკარგოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. საზოგადოების პროტესტი გრძელდება დიდი ხანია, მართალია, დღეს მას ფორმა აქვს შეცვლილი, თუმცა ვიბრძვით იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს ქართველმა ხალხმა", - თქვა აქციის ორგანიზატორმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.

შშმ პირი და არასამთავრობო ორგანიზაცია "პულსის" წარმომადგენელი ელგუჯა ბეჭვაია რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალეა და გრანტების მიღებისას ყველა დეტალი დასაბუთებულია.

" ვმუშაობ შშმ პირებზე, მათ დასაქმებაზე, საზოგადოებაში ადაპტაციაზე. ამას ყველაფერს ფინანსები სჭირდება. ახალი დაარსებული ორგანიზაცია ვართ ერთადერთი, პირველი გრანტი მივიღეთ. ეს გრანტი მიზნობრივად დავხარჯეთ, თავისთავად.

არამიზნობრივად, არასამთავრობო ორგანიზაცია ფიზიკურად გრანტს ვერ დახარჯავს, იმიტომ, რომ როცა გრანტი მოდის, იმას მოჰყვება უკან, ერთხელ რევიზია, მეორეჯერ რევიზია და ა.შ. და არცერთი ფონდი გრანტს არ გადაურიცხავს, თუ დასაბუთებული არ არის ყველაფერი. ელემენტარული, ავტოკალამს ვერ იყიდი ადამიანი, თუ ეს პროექტში არ არის გაწერილი. ამაზე დიდი გამჭვირვალობა რა უნდა იყოს", - აღნიშნავს ის.

მისი განმარტებით, საკანონმდებლო ორგანომ "აგენტების" კანონი უკან უნდა გაიწვიოს და გრანტების მიღება არ უნდა შეწყდეს, რადგან როგორც ამბობს, ეს აისახება ადამიანების მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი, შშმ პირთა უფლებებზე. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით - 17 აპრილს, მეორე მოსმენით - 1 მაისს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა მას ვეტო 18 მაისს დაადო.

საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. ქვეყანაში საპროტესტო აქციები ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ვერ შეეგუება ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას.


ამავე თემაზე:

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

გადაუხვია თუ არა ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან - ადგილობრივების პასუხები (ვიდეო)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.