ახალი ამბები
„აპარტამენტების“ კანონპროექტის განხილვა ბჟანიას დაჩქარებული წესით სურს, - კვარჩია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პარლამენტში „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა, შესაძლებელია, ივლისის ბოლოს, დაჩქარებული წესით მოხდეს, ამის შესახებ აფხაზმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დაზუსტებული ინფორმაციაა, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ე.წ. კანონპროექტის წარდგენა „აღმოსავლეთ აფხაზეთის განვითარების“ საბაბით სურს.

„ბატონი ბჟანია ვერაფრით დაშოშმინდა. მესმის, რომ მას გარკვეული ვალდებულებები აქვს, ასე ვთქვათ, ოლიგარქიული გაერთიანების გარკვეული ძალების წინაშე. ეს არის სქემა, სადაც მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი მდიდრდება და სახელმწიფო რჩება ამ პროცესების მიღმა. პრეზიდენტის ხრიკი ახლა იმაში მდგომარეობს, რომ მას სურს წარადგინოს ეს კანონპროექტი არა მთლიანად, არამედ თითქოსდა, აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილის განვითარებისთვის“, - დაწერა კვარჩიამ ტელეგრამ არხზე.

„დეპუტატი“ მოუწოდებს მათ, ვინც შეცდომაში შეიყვანეს, გამოფხიზლდნენ, რადგან, მისი თქმით, ეს არის შენიღბული სქემა, დე ფაქტო რესპუბლიკაში უძრავი ქონების მისაღებად, „რაც ეთნიკურ აფხაზებში დემოგრაფიულ რეგრესს გამოიწვევს“.

„აპარტამენტების მშენებლობა აფხაზეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაყოფას ნიშნავს. ხვალ ეს აისახება აფხაზეთის სოციალური ცხოვრების ყველა ფენაზე. ყველას შეეხება. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ვუთხრათ პრეზიდენტს „არა“, - აღნიშნა კვარჩიამ.

ინფორმაციისთვის, "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა.

ბჟანიამ მიმდინარე წლის აპრილში განცახადა, რომ „აპარტამენტების შესახებ კანონი ინვესტორებს კი არა, აფხაზეთის მცხოვრებლებს სჭირდებათ“. 

მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვის ფარული ფორმა.

მათივე განმარტებით, "კანონის" მიღების შემთხვევაში, "აფხაზეთში 100 ათასამდე ადამიანს შეუძლია დასახლება".

ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).

ამავე თემაზე:

სოხუმში ორწლიანმა პროტესტმა ოდიოზური კანონების პარალიზება მოახდინა, ახლა ბურთი ენგურს გაღმაა - აფხაზი ვეტერანი „აგენტების“ წინააღმდეგ ქართულ პროტესტზე

აფხაზები დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან, - აქტივისტები „აპარტამენტების“ კანონზე 

არძინბამ "აპარტამენტების შესახებ კანონის" კრიტოკოსების განცხადებებს "იდიოტური" უწოდა

სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.