ახალი ამბები
სოხუმში ე.წ. პარლამენტი რუსი ინვესტორებისთვის „უპრეცედენტო“ შეღავათების დაწესებაზე მსჯელობს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიღებული მორიგი რუსულ-აფხაზური შეთანხმების წინასწარი განხილვა დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ბიზნესმენებისთვის უპრეცედენტო შეღავათების დაწესებას, წერს „ეხო კავკაზა“.
სოხუმი გეგმავს, რომ აიღოს ვალდებულება რუსი ინვესტორების სარგებლობაში მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ, უზრუნველყოს ობიექტებზე საკუთრების უფლების დაცვა, გაათავისუფლოს ისინი „იმპორტზე“ საბაჟო გადასახადისგან, სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოტანისას, გაათავისუფლოს ისინი „ქონებისა და მოგების გადასახადებისგან“, კაპიტალური მშენებლობის პროექტების ამოქმედებიდან 8 წლის განმავლობაში და ა.შ.

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია, რომ საკუთრების უფლების საინვესტიციო ობიექტზე გადაცემისას, მესამე პირზე მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლებაც გადადის.

აქვე აღნიშნულია, რომ რუსული მხარის ვალდებულებაა, არ დაწესდეს ცალმხრივი რაოდენობრივი შეზღუდვები „რუსეთიდან აფხაზეთში საქონლის ექსპორტზე და ასევე, ინვესტორების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

„საპარლამენტო კომიტეტის“ თავმჯდომარე ბესლან ხალვაშს მიაჩნია, რომ სოხუმისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ინვესტიციების ძირითადი ნაწილი რუსეთიდან მოდიოდეს“.

მანამდე, აფხაზი „დეპუტატი“ კან კვარჩია წერდა სოციალურ ქსელში, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პარლამენტში „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა, შესაძლებელია, ივლისის ბოლოს, დაჩქარებული წესით მოხდეს.

ინფორმაციისთვის, "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი, ასლან ბჟანიაა.

მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვის ფარული ფორმა.

ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).



იმავე თემაზე: 

სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI

სოხუმში ორწლიანმა პროტესტმა ოდიოზური კანონების პარალიზება მოახდინა, ახლა ბურთი ენგურს გაღმაა - აფხაზი ვეტერანი „აგენტების“ წინააღმდეგ ქართულ პროტესტზე

აფხაზები დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან, - აქტივისტები „აპარტამენტების“ კანონზე

არძინბამ "აპარტამენტების შესახებ კანონის" კრიტოკოსების განცხადებებს "იდიოტური" უწოდა










Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.