ახალი ამბები
ზუგდიდელი მასწავლებელი მანანა მიქავა „სულაკაურის გამომცემლობის" 2024 წლის რჩეული გახდა
ზუგდიდის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა „სულაკაურის გამომცემლობის" 2024 წლის რჩეულთა შორის დასახელდა.

გამომცემლობის ფეისბუკ ჯგუფში „სამასწავლებლო“ ვკითხულობთ:

„ის ერთ-ერთი პირველია, ვინც მასწავლებლებისთვის ღირსეულ სამუშაო პირობებს ხმამაღლა და დაუღალავად ითხოვს - ყველგან, სადაც ხმა მიუწვდება თუ არ მიუწვდება; არ ერიდება სიმართლის მკვეთრად დაფიქსირებას. ღამეებს ათევს მოქალაქეების გვერდით უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში;

მისი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა პროექტში, რომელიც მათ წიგნიერებასა და განვითარებას უწყობს ხელს.  ... წელს მისი სკოლის ბიბლიოთეკა 200 ახალი წიგნით შეივსო და ეს მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა.

...მისი სახით უამრავ მოსწავლეს ჰყავს, არა მხოლოდ ქართულის კარგი მასწავლებელი, არამედ ადამიანი, რომელიც მათ სწორ და ნათელ პოზიციაზე დგომასაც ასწავლის“.

თავად მანანა მიქავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც 15 ივნისს გამართა „სულაკაურის გამომცემლობამ“, მასთან ერთად 10 მასწავლებელი დაჯილდოვდა, კამპანიის #მადლობამასწავლებელო ფარგლებში, რომელიც უკვე მეოთხე წელია, რაც გამომცემლობის ინიციატივით იმართება და მასწავლებლის პროფესიის დაფასებას და პოპულარიზაციას ემსახურება.

„...მათ შორის მოვხვდი მე, სხვადასხვა ნომინაციები ჰქონდათ და „მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითის ჩვენებისთვის“ დამაჯილდოვეს სიგელით და პრიზებით. ნამდვილად ამაღელვებელი იყო, რომ ვიღაცისთვის შენი ნაბიჯები და შენი ქმედებები ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია და ეს ორმაგად გიზრდის მოტივაციას, რომ მომავალში უფრო უკომპრომისოდ გააგრძელო მიზნისთვის ბრძოლა, რა მიზანიც დაისახე თავიდან და ყველაფერი გააკეთო იმ სისტემის გაჯანსაღებისთვის, რასაც ემსახურები და გჯერა, რომ უკეთესს იმსახურებენ შენი მოსწავლეები და შენი მომავალი“, - ამბობს ზუგდიდელი მასწავლებელი.

ცოტა ხნის წინ, მანანა მიქავამ სოციალურ ქსელში, მასწავლებლების ერთ-ერთ გვერდზე დაწერა, რომ პედაგოგთა შრომითი ანაზღაურების ახალი პოლიტიკით გაზრდილი ხელფასი, 157 ლარი განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს უკან გადაურიცხა. ამ ფორმით მან განათლების სამინისტროს მიერ ამოქმედებული ახალი სახელფასო რეფორმა გააპროტესტა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 1 ივლისიდან, განათლების სისტემის ახალი რეფორმის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდებოდა.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.