რეგიონი
ზუგდიდში ფესტივალი F5 მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 მეორე დღეა მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქართველი პოეტები, პროზაიკოსები, მთარგმნელები, კინომცოდნეები, რეჟისორები და მუსიკოსები.

ფესტივალის კინემატოგრაფიული ნაწილი გაიმართა სოციალურ კაფე "მეგობარში". დღეს ზუგდიდელმა მაყურებელმა ნახა სალომე ჯაშის ფილმი – „მოთვინიერება“

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს, წინა წლების მსგავსად, ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი აქვს.

F5 - ის ორგანიზატორის ნიკა ლაშხიას თქმით, მსგავსი ტიპის ფესტივალი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

,,ფესტივალს ყოველ წელს სხვადასხვა ავტორები სტუმრობს და მრავალფეროვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ზუგდიდისთვის და მკითხველისთვის მსგავსი ტიპის ფესტივალი, რადგან მათ საყვარელ ავტორებს ხვდებიან, ხდება ინტერაქცია, ცენტრი იგებს რეგიონში რა პრობლემებია, რეგიონი იგებს რა ხდება ცენტრში და ეს ყველაფერი ქალაქისთვის არის ძალიან საინტერესო.... მინდა გამოვყო მუსიკალური ნაწილი, რომელიც ამრავალფეროვნებს ლიტერატურულ ფესტივალს. მუსიკა, პოეზია, ლიტერატურა ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც კინო. ძალიან მიხარია რომ ამ თამასას ასე ვთქვათ ვინარჩუნებთ’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ ნიკა ლაშხიამ.

ღონისძიება ხვალ, 14 ივლის დაიხურება. მასში არაერთი მწერალი მონაწილეობს, ორგანიზატორები კი პოეტები გიორგი შონია და ნიკა ლაშხია არიან.

F5 წელს მეექვსედ იმართება.მისი მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.

ამავე თემაზე:


ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 მეექვსედ გაიმართება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.