ახალი ამბები
აპარტამენტების შეძენა აფხაზეთის მოქალაქეობას არ უკავშირდება, - ბჟანია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი, 18 ივლისს, „აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვას გეგმავს, რომელსაც აქტიურად ლობირებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია , წერს „ეხო კავკაზა“.

ცოტა ხნის წინ, მან ოჩამჩირეში გასვლითი თათბირი გამართა, რომელზეც აღნიშნა, რომ „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი „ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისკენ“ იქნება მიმართული, რაც „გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს“.

უფრო ადრე, ბჟანიამ აღნიშნა, რომ „აპარტამენტების შეძენა აფხაზეთის მოქალაქეობას არ უკავშირდება“.

ამავე შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ ნაწილში“ ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, რუსული ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ 2025 წელს ოჩამჩირემდეც ივლის.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ოჩამჩირის საზღვაო პორტში გაიხსნება მსხვილი საწარმო, რომელიც საკონტეინერო და სატვირთო გადაზიდვებს განახორციელებს.

უფრო ადრე, აფხაზმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ განაცხადა, რომ ე.წ პარლამენტმა, შესაძლოა, „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი დაჩქარებული წესით, უკვე ივლისის ბოლოს განიხილოს.

მისივე თქმით, დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ე.წ. კანონპროექტის წარდგენა „აღმოსავლეთ აფხაზეთის განვითარების“ საბაბით სურს.

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.

ინფორმაციისთვის, "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი, ასლან ბჟანიაა.

მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვის ფარული ფორმა. ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).

ამავე თემაზე:

სოხუმში ორწლიანმა პროტესტმა ოდიოზური კანონების პარალიზება მოახდინა, ახლა ბურთი ენგურს გაღმაა - აფხაზი ვეტერანი „აგენტების“ წინააღმდეგ ქართულ პროტესტზე

აფხაზები დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან, - აქტივისტები „აპარტამენტების“ კანონზე

არძინბამ "აპარტამენტების შესახებ კანონის" კრიტოკოსების განცხადებებს "იდიოტური" უწოდა

სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
17 / სექტემბერი 2024
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები გეგმიური პატრულირებისას ხურჩის რაიონში, ე.წ სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს.
17 / სექტემბერი 2024
ზუგდიდელი ელენე ქობალია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. პროფესიად არქიტექტურა აირჩია. როგორც ამბობს, ამ გადაწყვეტილებამდე, ხელოვნებისა და მათემატიკის სიყვარულმა მიიყვანა.
17 / სექტემბერი 2024
სენაკის რაიონულ სასამართლოში ბალდელი აქტივისტების საჩივარი, რომელიც კანიონის იჯარის წესით გასხვისებას ეხება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გადაიდო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მოძრაობის "ბალდის კანიონის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.