ახალი ამბები
ნარაზენსა და ორსანტიაში ქუჩების რეაბილიტაციისთვის საკრებულომ 40 000 ლარი გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ნარაზენსა და ორსანტიაში ქუჩების რეაბილიტაციის პროექტირებისთვის საკრებულომ მერიას 40 000 ლარი გადასცა.

კერძოდ, აღნიშნული თანხა ორსანტიაში ევროპის, ერეკლე მეორის და ტაბიძის ქუჩებზე, ასევე, სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩაზე ბეტონიზ/ასფალტის საფარის დაგებისთვისაა გათვალისწინებული.

"მოსახლეობასთან შეხვედრისა და გზის საფარის დათვალიერების შედეგად მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს ზემოთაღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია, რისთვისაც საკრებულოს ბიუჯეტის ეკონომიიდან (ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის მუხლიდან) გადმოგეცეთ 40 000 ლარი. გთხოვთ, უზრუნველყოთ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების მომზადება და პროექტის განხორციელება უმოკლეს ვადაში", - აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დაახლოებით, სამი თვეა, სხდომების განახლებას ვერ ახერხებს. მიზეზი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ბოიკოტია. შედეგად, წარმომადგენლობით ორგანოში შეფერხებულია რიგი საკითხების განხილვა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.