ახალი ამბები
ზუგდიდში ბუკიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ეხმაურება მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც მათი თქმით, ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისას ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა, სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება", - განმარტავს უწყება.

გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება.

შეგახსენებთ, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა და ბინაში მყოფი კიდევ ორი მოზარდის გადარჩენა შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. რადიო "ათინათის" ცნობით, დაკითხვაზე იმყოფებიან დაღუპული მცირეწლოვნების დედა და ხანძარს გადარჩენილი და-ძმა.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება მიმდინარეობს, დაკითხვაზე იმყოფება დაღუპული ბავშვების დედა

ზუგდიდში ხანძარს გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ექიმი

ზუგდიდში, ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი მოზარდი ემსხვერპლა (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.