ახალი ამბები
ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაღუპულ ბავშვებს ხვალ ქობულეთში დაკრძალავენ
ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული მცირეწლოვნები ოზურგეთის სოფელ ზედა ძიმითში, ოჯახის ნათესავის სახლში გადაასვენეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ოჯახის ახლობელმა უთხრა.

მისივე ცნობით, ბავშვებს ხვალ ქობულეთში, ხუცუბნის სასაფლაოზე 13:00 საათზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, საცხოვრებელი ბინის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა და ბინაში მყოფი კიდევ ორი მოზარდის გადარჩენა შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. რადიო "ათინათის" ცნობით, დაკითხვაზე იმყოფებოდნენ დაღუპული მცირეწლოვნების დედა და ხანძარს გადარჩენილი და-ძმა.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.


ამავე თემაზე:

არსებული სოციალური სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს - სახალხო დამცველის განცხადება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაღუპულ მცირეწლოვნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში ბუკიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება მიმდინარეობს, დაკითხვაზე იმყოფება დაღუპული ბავშვების დედა

ზუგდიდში ხანძარს გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ექიმი

ზუგდიდში, ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი მოზარდი ემსხვერპლა (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.