ახალი ამბები
სახელმწიფოს მხარდაჭერით შენდება თხილის ახალი ბაღები, იქმნება შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა - მინისტრი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და სხვა ოფიციალური პირები ზუგდიდში მოქმედი თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.

მათი ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საწარმო შეიქმნა, თანადაფინანსების ოდენობა კი 5.6 მლნ ლარს შეადგენს.

"სახელმწიფოს მხარდაჭერით შენდება თხილის ახალი ბაღები, იქმნება შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა, ფერმერებისათვის ხელმისაწვდომია მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, რაც ექსპორტის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოების წინაპირობაა", - თქვა ოთარ შამუგიამ მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე.

ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ გიორგი გუგუჩიამ შეხვედრაზე ყურადღება დარგობრივი ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 600-მდე ტრენინგი, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩატარდა, პირდაპირპროპორციულად ისახება წარმოებაზე და თხილის გაუმჯობესებულ ხარისხზე, რაც კონკურენტუნარიანობის აუცილებელი პირობაა.

მათივე განმარტებით, პროექტის ,,შეღავათიანი აგროკრედიტი" ფარგლებში, თხილის შენახვა-გადამუშავების მიზნობრიობით რეგიონში 39 მლნ ლარის სესხი გაიცა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.