ახალი ამბები
ისინი აფხაზი ახალგაზრდების „კულტურული კოდის“ შეცვლას ცდილობენ, - სიმონიანი და სოლოვიოვი დასავლურ არასამთავრობოებზე
უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზი ახალგაზრდების „კულტურული კოდის“ შეცვლას ცდილობენ, ამის შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთში არის „ასობით, თუ არა ათასობით“ არასამთავრობო ორგანიზაცია“, რომელიც “ისეთ რამეებს აკეთებს, რაც ძნელი წარმოსადგენია”.

მან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილი ხელმძღვანელის ინალ არძინბას განცხადება მოიშველია, რომლის მიხედვითაც USAID-ის ვებსაიტზე მითითებულია ორგანიზაციის პროგრამების მიზანი - „აფხაზეთის რეინტეგრაცია საქართველოში და კრემლის მავნე გავლენის შეჩერება“.

მისივე თქმით, აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ეს „საწყალი კაცი“ ცდილობს, როგორც შეუძლია, ამას ებრძოლოს, მაგრამ ყველაფერს ვერ აკეთებს, „ბოლოს და ბოლოს მეფე არ არის“.

ყველაზე ცუდი, სიმონიანის თქმით, ის არის, „არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მაცხოვრებლები არიან.

კიდევ ერთმა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა, რომლის გადაცემაშიც ისაუბრა მარგარიტა სიმონიანმა, სულაც განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა არაეფექტიანი ზომაა, აჯობებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები „ციხეში ჩასვან“. 

„მას მოქალაქეობის ჩამორთმევით არ ართმევთ შესაძლებლობას იყოს აფხაზეთის ტერიტორიაზე და განაგრძოს მუშაობა და როგორც კი ციხეში აღმოჩნდება, იქიდან მუშაობისას გარკვეული პრობლემები შეექმნება“, - თქვა სოლოვიოვმა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი გეგმავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოართვას „აპარტამენტების“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აფხაზ დეპუტატებსა და ოპოზიციონერებს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კოზაკ-ბჟანიას პროტოკოლიდან გახდა ცნობილი. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, ეს თემა მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განიხილა. მისი თქმით, მოსკოვმა სოხუმს 1 სექტემბრიდან ფინანსური დახმარება შეუჩერა. 

ამ ეტაპზე აფხაზეთის "პარლამენტმა" ასლან ბჟანიას მიერ შემოღებული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ არ დაამტკიცა, გარდა ამისა, უკან გაიწვია „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი.


ამავე თემაზე:

აფხაზეთის ბიუჯეტი მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ მომავალში გართულდება, - დელბა მოსკოვის სანქციებზე
ზატულინმა და ლავროვმა „განმარტეს“, თუ რატომ შეუჩერდა სოხუმს მოსკოვის დახმარება
ჯემალ გამახარია: უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს ქართულ-აფხაზური დიალოგი







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.