ახალი ამბები
ზუგდიდში "გემო-ფესტის" ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 463 745 ლარი დაიხარჯა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "გემო ფესტის" ორგანიზებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 488 847 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვეცნობით.

ამავე ცნობით, ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს "ჯეოივენთსმა" მიიღო. 22 აგვისტოს, მან ტურიზმის ადმინისტრაციას 463 745 ლარი შესთავაზა.

გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულება 4 სექტემბერს გააფორმა, რომელიც ძალაშია 31 დეკემბრამდე.

ინფორმაციისთვის, წელს აღნიშნულ გასტრონომიულ ფესტივალზე რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ლიკა როგავა, საოჯახო მარანი "ოდა" და ეკა ხუტკუბია მოიხსნა. მათი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზატორებმა დაუსახელეს, რომ ისინი ღონისძიებისთვის ზედმეტად ცნობადი სახეები იყვნენ.

"გემო ფესტი" ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 7-8 სექტემბერს ჩატარდა. ორგანიზატორების ცნობით, მისი მიზანია მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში გასტრო ტურიზმის განვითარებას, ქართული სამზარეულოს გამრავალფეროვნებას, ახალი გემოების აღმოჩენას, რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებას, ქართული სთრითფუდის შექმნას და ბაზარზე დამკვიდრებას.



ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია










Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.