ახალი ამბები
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობა ბიუჯეტს 479 331 ლარი დაუჯდება
ზუგდიდში UEFA-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის და სათადარიგო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 532 590 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს საპროექტო დოკუმენტაციის ყოვლისმომცველი და საფუძვლიანი შემოწმება/შეფასება, რაც ასევე ითვალისწინებს ადგილებზე ობიექტების ინსპექტირებას, რის შემდეგაც მოამზადებს წერილობით დასკვნას პროექტში შესატან ყველა საჭირო ცვლილებაზე ასეთის საჭიროების შემთხვევაში. მიმწოდებელი ვალდებულია გამოავლინოს საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები და წერილობით აცნობოს ამის შესახებ შემსყიდველს ასეთის არსებობის შემთხვევაში.

როგორც ვებ გვერდზეა აღნიშნული, ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს "სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრიამ" მიიღო. მან მუნიციპალური განვითარების ფონდს 479 331 ლარი შესთავაზა. შესყიდვის ამ ეტაპზე, მხარეები ხელშეკრულებას ამზადებენ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "უეფას" მესამე კატეგორიის სტადიონს შპს "სფრინგ კონსტრაქშენი" 16 137 000 ლარად ააშენებს.

სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2017 წელს დაანონსდა. UEFA-ს სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, მისი ექსპლუატაცია 2020 წლამდე გადაიდო, თუმცა ამ დროშიც ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, სტადიონზე მწყობრიდანაა გამოსული ტრიბუნის პირველი ნაკვეთურის რკინაბეტონის კარკასი, გამაგრებითი სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია, რიგელებში ახალი ბზარები შეინიშნება, შიგნითა სივრცეები დანესტიანებულია.

ფოტო/ვიზუალიზაცია: შპს "კარკასი"

ამავე თემაზე:

ზუგდიდის UEFA-ს სტანდარტების სტადიონს კომპანია "სფრინგ კონსტრაქშენი" 16 137 000 ლარად ააშენებს

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის კომპანიის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის სტადიონის შენებას 9 წელი, 2 ტენდერი და 14 მლნ დასჭირდა, დასასრულებლად კიდევ 16 მლნ გამოიყო - ფლანგვის დეტექტორი

ზუგდიდის სტადიონის UEFA-ს სტანდარტებით აშენებისთვის კიდევ 16.3 მილიონი ლარი დაიხარჯება (ფოტო)

ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი, რომლის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ გახსნილა - ფლანგვის დეტექტორი (ფოტო)

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებისა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობის საკითხები უნდა გამოიძიონ - TI

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
დღის სიახლეები
15 / ოქტომბერი 2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს პერიოდულად აქვეყნებს.
15 / ოქტომბერი 2024
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე ირაკლი ეშბა დაიღუპა.
15 / ოქტომბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.