ახალი ამბები
გავაგრძელებთ აფხაზეთისთვის სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებაში დახმარებას, - ლავროვი შამბას
მოსკოვი გააგრძელებს სოხუმისთვის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში დახმარებას, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ ... გაფორმებული შეთანხმებების შესაბამისად აფხაზეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში“, - თქვა ლავროვმა.

აქვე მან დასძინა, რომ “სპეცოპერაციაში” აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთს. ლავროვმა ასევე აღნიშნა სირიასა და ნიკარაგუაში რუსეთისა და აფხაზეთის დიპლომატიურ მისიებს შორის ყოველდღიური თანამშრომლობის შესახებ.

„პრინციპული პოზიცია გვაქვს ჟენევაში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიებში და ხელს ვუწყობთ ხელშეკრულების გაფორმების საკითხის წამოწევას, რომელიც საიმედოდ დაიცავს უსაფრთხოებას, სტაბილურობას ამ რეგიონში რეალობის აღიარების საფუძველზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ჩათვლით“, - თქვა მან.

სერგეი ლავროვმა „ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ სხვა, სამუშაო პროცესში მყოფი დოკუმენტებიც ოპერატიულად იქნება შეთანხმებული.  1 სექტემბრიდან რუსეთმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ მიერ წაყენებული პირობების შესრულებამდე.

მანამდე, ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას. 

კალაძის განცხადებას სოხუმში გამოეხმაურნენ და თბილისს მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდებენ.

რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რითაც ლავროვის განცხადებას გამოეხმურა.

დღეს, 4 ოქტომბერს, ლავროვი ასევე შეხვდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საგარეო უწყების ხელმძღვანელს". შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ 2008 წლიდან მიღებული გადაწყვეტილება „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, არ გადაიხედება“.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.