რეგიონი
ზუგდიდში 68- ე უბანი 8 წუთის დაგვიანებით გაიხსნა (ფოტო)
ზუგდიდის 67- ე საარჩევნო ოლქის 68 - ე უბანი ამომრჩევლებისთვის, 8 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.
უბნის თავმჯდომარის ავთანდილ დარასელიას თქმით, მიზეზი აპარატთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზი იყო, რომელიც რამდენიმე წუთში აღმოიფხვრა. 

პირველმა ამომრჩეველმა, რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ხმა მისცა ევროპულ მომავალს და მშვიდ ცხოვრებას.

68 - ე საარჩევნო უბანზე 1863 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქიდან გადასატანი ყუთის საშუალებით 2 მოქალაქე გააკეთებს არჩევანს.

უბნის თავმჯდომარე აპარატის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას ცდილობს

აღნიშნულ უბანზე არჩევნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ადვოკატთა და იურისტთა ასოციცია და პოლიტიკური პარტიების დამკვირვებელი აკვირდება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლები ხმას მისცემენ 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია.
უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი.

2024 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 116 968 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.