ახალი ამბები
ოჩამჩირეში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება - მედია
ოჩამჩირეში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა 15 ნოემბრამდე დასრულდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მრჩეველმა, ოქტაი ჰაზირიშმა პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik- ს განუცხადა.

„სამუშაო პროცესი საბოლოო სტადიას უხალოვდება. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ 350 კუბური მეტრი ბეტონისა და ღობის პერიმეტრის მოწყობა დარჩა“, - აღნიშნა მან. 

ჰაზირიშის განმარტებით, მშენებლობა მიმდინარეობს შეღავათიანი დაკრედიტების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოხუმი მოსკოვის თანადაფინანსებით ახორციელებს.

„ჩვენ კონტეინერის გადამზიდავ ოპერატორ კომპანიებთან კონტრაქტები გავაფორმეთ. ახლა ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. უცხოური კომპანიები დიდ ინტერესს იჩენენ ინფრასტრუქტურის ამ შესაძლებლობის მიმართ. ახლა ნომერ პირველი ამოცანაა ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაშვება. ჩვენი პარტნიორები ამას ელოდებიან. ამის შემდეგ უშუალოდ საქონლის და კონტეინერების გადაზიდვა დაიწყება", - განაცხადა მან

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტი 250 მეტრი სიგრძისა და 500 მეტრი სიგანის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აღჭურვილია სარკინიგზო ლიანდაგებით და ვაგონების გადმოტვირთვის ზონით. ტერიტორიაზე შექმნილია 1200 კონტეინერზე გათვლილი გადაზიდვა - შენახვის ზონები.

ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, 300 კონტეინერის ტევადობის ხომალდების დატვირთვა გახდება შესაძლებელი.

2024 წლის ივლისში, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირეში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტეინერო ტერმინალი შენდება, ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას დავალებით, „საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარებისთვის“.

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ დააანონსა, ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსების შესახებ. 

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ სერგეი შამბამ, მიმდინარე წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსული საზრვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება არ იგეგმება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის, "საჯარო მმართველობის" ფაკულტეტის სტუდენტები, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც 18 ადამიანი აწერს ხელს. ისინი ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდებიან ლექციებზე.
04 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში მორიგი საპროტესტო აქცია იწყება. მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ იკრიბებიან.
04 / დეკემბერი 2024
წალენჯიხის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეების ნაწილის გაფიცვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.