რეგიონი
ზუგდიდელი სტუდენტები თბილისში დაანონსებულ აქციას უერთდებიან
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტუდენტების პროტესტი, სხვა ფორმით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება. 

,,ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა 6 საპროტესტო ღამე გავათენეთ უნივერსიტეტის კედლებში. ჩვენი მთავარი სათქმელი პროტესტის დასაწყისში იყო და ახლაც არის ის, რომ არჩევნები გაყალბდა! გაყალბდა სახელოვნად. ჩვენი ხმები მოიპარეს და ჩვენ ვალდებული ვართ ვიბრძოლოთ ამ მოპარული ხმების დასაბრუნებლად.მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მოხვედით, დაგვირეკეთ, მოგვწერეთ, ჩვენს შესახებ სხვებს მოუყევით. თქვენი მხარდაჭერა გვაფიქრებინებს, რომ მარტო არ ვართ, რომ ჩვენ ვართ ბევრნი, ჩვენ ვართ უმრავლესობა, ვისაც ამ ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი უნდა.დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ პროტესტის ამ კონკრეტულ ფორმას, თუმცა, ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვუერთდებით ხვალ დედაქალაქში დილის 9 საათიდან დაგეგმილ აქციას, რადგან ვთვლით, რომ მთავარი ბრძოლის ველი ახლა არის პარლამენტთან, იქ, სადაც ხმების ქურდი ხელისუფლება ცდილობს თვითლეგიტიმაციას. მოგიწოდებთ ყველას, ვინც თვლით, რომ თქვენი ხმა მოიპარეს, შემოგვიერთდით ამ საერთო ბრძოლაში, რადგან გამარჯვება მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა’’, - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი პროტესტის ნიშნად ღამეს გაათენებს

ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის პროტესტი გრძელდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.