ახალი ამბები
ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს - წალენჯიხის მერია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ქმედებები სცდება ქვეყნის კონსტიტუციურ ფარგლებს და აშკარა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციას.

"ხელისუფლებამ ხალხის ხმების მიტაცებით არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ქვეყანაში საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო - საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ შეტანილი სარჩელის მოუხედავად შეიკრიბა პარლამენტში, ერთპიროვნულად ერთპარტიულ სხდომაზე მთავრობას ნდობა გამოუცხადა და ბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიც უგულებელყო.

ორი დღე-ღამეა, ქვეყნის მთავარ გამზირზე ფიზიკურად დაუპირისპირდა მშვიდობიან მომიტინგეებსა და მედიის წარმომადგენლებს, რითაც თავისუფალი აზრის გამოხატვა შეზღუდა", - ვკითხულობთ მერიის გვერდზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წალენჯიხის კოალიციური თვითმმართველობა, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია, ქართული სახელმწიფოს რუსულ სივრცეში დაბრუნების აშკარა საფრთხედ მიიჩნევს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი 28 ნოემბრიდან აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. აქცია დღესაც გაიმართება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, უკვე მეორედ, ძალის გამოყენებით დაშალეს. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.


ამავე თემაზე: 

აბა ულა ევროპაშა - აქცია ჩხოროწყუში (ფოტო)

რუსეთი მტერია, გამარჯვება გარდაუვალია - მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად"

ხელისუფლების უარი ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე არის ყველაზე მოღალატეობრივი, რაც აქამდე გვინახავს, - ლევან პაპავა

ზუგდიდელები ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ (ფოტორეპორტაჟი)

დღეს რაც ხდება, ეს არის ერის ღალატი, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს მიმართეს (ფოტო/ვიდეო)

ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, - სალომე ზურაბიშვილი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
24 / იანვარი 2025
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, დღეს, 24 იანვარს, პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას პროცესი გაიმართა.
24 / იანვარი 2025
აფხაზ ოპოზიციონერსა და ბიზნესმენს, ლევან მიქაას, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა, ამის შესახებ რუსული ტელეგრამის არხები იუწყებიან უსაფრთხოების ძალების წყაროებზე დაყრდნობით.
24 / იანვარი 2025
პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მას ზუგდიდის პოლიციიდან და
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.