ახალი ამბები
მშობლებს არ გავუზრდივართ რუსული მომავლისთვის - ზუგდიდის სკოლების მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს
ზუგდიდის სკოლების მოსწავლეების ნაწილი, რომელიც დილიდან იფიცება, ამ წუთებში ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლასთან მივიდა. 

„აქ ძალიან ბევრი სკოლა არის 12- მდე, ასევე რუხის სკოლა, კერძო სკოლებიც, ჯი ელ სი და სხვ. ძალიან ბევრნი ვართ, კიდევ გვიერთდებიან, ჩვენ არ გავჩერდებით და ახლა მივდივართ პირველ სკოლასთან, რომელმაც ბავშვები გააჩერა, ნათია ხუფაცარიასთან, დირექტორთან, რომელმაც სპორტდარბაზში ჩაკეტა თავისი მოსწავლეები, ძალით და გაკვეთილებზე დააბრუნა“, - ამბობს მოსწავლეთა პროტესტის მონაწილე, მირიან ხუბულავა, მე 3 საჯარო სკოლის მოსწავლე.


მანამდე, ახალგაზრდები მსვლელობით დაიძრნენ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც გაჩერდნენ და საჯარო მოხეელებს მოუწოდეს, შეუერთდნენ მათ ევროინტეგრაციის გზაზე.



„ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, პროევროპული მთავრობა, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მომავალი, სადაც მივიღებთ უკეთეს განათლებას. ამ აქციებს, მსვლელობებს ექნება უწყვეტი სახე... მშობლებს არ გავუზრდივართ რუსული მომავლისთვის, ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებსაც გვინდა განათლება, იმიტომ, რომ ამ განათლებით, ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, - გვითხრა ლუკა გერზმავამ, სამოქალაქო აქტივისტმა, ზუგდიდის მე- 11 საჯარო სკოლის მოსწავლემ.



ზუგდიდის სკოლის მოსწავლეების ნაწილი დილიდან იფიცება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.