ახალი ამბები
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები თემურ მჟავია და ზურაბ ჯგუბურია, საარჩევნო კოლეგიის ფარგლებში, არ მიიღებენ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას
„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს.

შესაბამისად, ზურაბ ჯგებურია დღეს პარლამენტში მისვლას და საარჩევნო კოლეგიის ფარგლებში, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან დავდგე - მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ-თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ჩემი დიდი ოჯახის, შვილების-შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე“, - ნათქვამია ზურაბ ჯგუბურიას განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტში მისვლას არ გეგმავს არც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი თემურ მჟავია.

„მე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უარს ვაცხადებ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს ვუცხადებ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს“, - განუცხადა მჟავიამ „ინტერპრესნიუსს“.

14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა. საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 20 წევრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.