ახალი ამბები
ზუგდიდში მე-18 დღეა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ (ფოტო)
ზუგდიდში სხვადასხვა თაობისა და სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები, სამოქალაქო სექტორის წევრები, პოლიტიკოსები და ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული ურთიერთობების შეფერხებას აპროტესტებენ, მე-18 დღეა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ იკრიბებიან.

დღესაც, დემონსტრანტებს ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე პროტესტის გამომხატველი სხვადასხვა ბანერი ეჭირათ, სიტყვით გამოსვლების დასასრულს კი, შეეძლოთ, ადგილზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე თბილისში მიმდინარე აქციის პირდაპირი ტრანსლაცია ენახათ.

აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევა სახელმწიფოსა და წინაპრების მიერ დატოვებული მემკვიდრეობის ღალატია. ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.

"უკვე უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოს ისტორიაში, როდესაც მე-18 დღეა უწყვეტი პროტესტია საქართველოს ქუჩებში. ეს არის ნამდვილი ხალხის ძალა, რომლებსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და არ გვინდა, რომ ის ისევ რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდეს. ჩვენ გვინდა ევროკავშირი და იმიტომ ვდგავართ ამ სიცივეში და ყინვაში, რათა დავიცვათ ევროპული მომავალი. უკვე ნათელია, საქართველომ გეზი ჩრდილოეთისკენ აიღო. მიდის მოლაპარაკებები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რომ შეგვიწყდეს უვიზო რეჟიმი. ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელთა ოჯახის წევრი მუშაობს ევროპაში. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მცირედი წვლილიც კი შეიტანეს არჩევნების გაყალბებაში. ვითხოვთ, ევროკავშირმა დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი. მე ვარ თსუ-ის სტუდენტი და დაახლოებით 10-15 დღის წინ, უნივერსიტეტის ეზოში ღამეს ვათევდით, ასე ვითხოვდით, ჩვენი უნივერსიტეტი დაჰბრუნებოდა ხალხს, რადგან ვნახეთ, რომ, როდესაც აქციები დაიწყო, სწორედ უნივერსიტეტის ეზოდან მოხდა სპეცრაზმის გამოყვანა და უნივერსიტეტის ეზოში არ გვიშვებდნენ სტუდენტებს. როდესაც უსამართლობასთან ბრძოლა გვიწევს, არ აქვს მნიშვნელობა სიცივე იქნება თუ არა, ჩვენ გამოვალთ გარეთ", - სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა აქციის მონაწილემ, სტუდენტმა ლუკა მებონიამ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი 28 ნოემბრიდან აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ამავე თემაზე:

აქცია და მსვლელობა ზუგდიდში - პროტესტის მე - 17 დღე (ფოტო)

პროტესტის მე -15 დღე - აქცია და მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო)

ყოველდღე ქვეყნის სამსახურში - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

„გაიფიცე“, - ახალგაზრდების აქცია ზუგდიდის მერიასთან

"საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი", - პროტესტის მე -14 დღე ზუგდიდში (ფოტო)

ევროპა საქართველოს უალტერნატივო მომავალია - საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო)

მშობლებს არ გავუზრდივართ რუსული მომავლისთვის - ზუგდიდის სკოლების მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამჯერად მეწარმეები, მათ შორის ბიზნესოპერატორები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
სტატია
დღის სიახლეები
16 / მარტი 2025
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას ტყის ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
16 / მარტი 2025
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ყველა ლოკაციაზე ლოკალიზებული და ლიკვიდირებულია, ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამა ბელქანია წერს სოციალურ ქსელში.
15 / მარტი 2025
წალენჯიხაში ხანძარია, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, ცეცხლი 25 სხვადასხვა ლოკაციაზეაა გავრცელებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.