ახალი ამბები
ზუგდიდის მთავარ ნაძვის ხეს ცენტრალურ ბულვარში ამონტაჟებენ (ფოტო)
ზუგდიდში მთავარ ნაძვის ხეს ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ ამონტაჟებენ. მისი კონსტრუქციები განლაგებულია იქ, სადაც შადრევანი მდებარეობს.

მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საახალწლო დეკორაციები და ილუმინაციებიც.

გუშინ, საღამოს, როდესაც ადგილზე სამუშაოები დაიწყო, ზუგდიდელმა აქტივისტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე დაამაგრეს ბანერი წარწერით "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".

რადიო "ათინათი" ზუგდიდის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. ჩვენ მათ ვკითხეთ, თუ რა პრინციპით შეარჩია ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლოკაცია და გაიმართება თუ არა ამავე ტერიტორიაზე საახალწლო ღონისძიება, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 93 870 ლარი უჯდება. ისინი ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან დასრულდა და "ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი ერთ სივრცეში რომ იყოს მოქცეული". მათი განმარტებით, ღონისძიების დღესთან და დეტალებთან დაკავშირებით, ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება.

ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ საახალწლო ღონისძიებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ორი პრეტენდენტი შპს ჯეოვოისი და შპს ჯითი ჰოლდინგი მონაწილეობდა. თუმცა "ჯეოვოსი", რომელმაც მერიას კონცერტის ორგანიზებისთვის 79 170 ლარი შესთავაზა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.

ამავე თემაზე:

უცნობია, სად დადგამენ ზუგდიდის მთავარ ნაძვის ხეს

ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 870 ლარი დაიხარჯება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.