ახალი ამბები
ISFED-ის რეგიონული ხელმძღვანელი დავით ლოგუა მანქანით საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისთვის დააჯარიმეს
„სამართლიანი არჩევნების“ რეგიონულ ხელმძღვანელს დავით ლოგუას, 13 დეკემბერს, ავტოკოლონით საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისთვის 1000 ლარის ოდენობით დააჯარიმეს. ამის შესახებ მანდ სოციალურ ქსელში დაწერა და ჯარიმის ქვითრის ფოტო გამოაქვეყნა.

ის რადიო „ათინათთან“ ამბობს, რომ ამჟამად, დაახლოებით, 6 ადამიანია დაჯარიმებული და როგორც პოლიციამ განუმარტა, 13 დეკემბერს მსვლელობაში მონაწილე 40-მდე მანქანა ეტაპობრივად დაჯარიმდება.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მითხრა, რომ გზის მოძრაობა შევაფერხეთ. ახლა, დაახლოებით, 6 კაცია დაჯარიმებული იმათგან, ვინც მსვლელობაში მონაწილეობდა. იმ დღეს 40-მდე მანქანით ვიყავით. საპატრულოს თანამშრომელმა მითხრა, ეტაპობრივად ყველა დაჯარიმდებაო. აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილი ძებნაზე იყო გადაცემული და 1000 ლარიანი ქვითარი ჩამაბარეს. მე არ მაქვს იმ რაოდენობის შემოსავალი, რომ დაკისრებული თანხა გადავიხადო, რამდენიმე ფონდს მივმართე დახმარებისთვის და მათგან პასუხს ველოდები, ან ერთობლივად მოვიფიქრებთ, რა გზას მივმართოთ იმ ადამიანებმა, ვინც წინააღმდეგობის მოძრაობაში ვართ ჩართული“, - ამბობს ლოგუა.

მისი თქმით, ფინანსური სანქციების გზით, სისტემა ცდილობს წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული ადამიანები შეაშინოს, თუმცა პროტესტის მონაწილეები მსგავსი ბარიერისთვის მზად არიან.

„ეს მიუთითებს, რომ მანკიერი პოლიტიკით ცდილობს სისტემა წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული ადამიანების შეშინებას. შეუძლებელია, ამ მოძრაობის წევრები ვიწრო მერკანტილური გზებით შეაშინო. ვაგრძელებთ მოძრაობას, დღეს უწყვეტი აქციის მე-20 დღეა და ის გაგრძელდება მანამ, სანამ რუსული რეჟიმი საქართველოში არ დასრულდება, რადგან ამ ყველაფრის ალტერნატივა ბევრად უარესია, ამიტომაც დღეს ბრძოლას აზრი აქვს“, - დასძენს იგი.

შეგახსენებთ, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, 13 დეკემბრის მსვლელობაში მონაწილეობისთვის დაჯარიმდა ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის "მეცხრე ტალღის" დირექტორი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე გერმანე სალიაც. მას საპატრულო ეკიპაჟი გაჰყვა, გაჩერება და მანქანიდან გადასვლა უბრძანა, რადგან მისი ავტომობილი ძებნაზე იყო გადაცემული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.