ახალი ამბები
სოხუმში „უშიშროების საბჭოს“ სხდომას იწვევენ, - სროლაში ეჭვმიტანილი „დეპუტატი“ ძებნაშია
სოხუმში, ე.წ. პარლამენტში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა „უშიშროების საბჭოს“ სხდომას იწვევს.

„ბადრა გუნბა იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას პარლამენტში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც, ერთი დეპუტატი დაიღუპა და მეორე დაშავდა“, - ამის შესახებ TASS - ს ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა.

ამავე ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ოპერატიულ - სამძებრო სამუშაოებს, სროლაში ეჭვმიტანილი „დეპუტატის“ ადგურ ხარაზიას დასაკავებლად.

„უმოკლეს დროში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, განვსაზღვრავთ კვალიფიკაციას“, - განაცხადა „გენერალური პროკურორის“ მოადგილემ რუსლან ტირკბამ.

„აფსნიპრესის“ თანახმად, დანაშაულში ეჭვმიტანილის დასაკავებლად, დაწყებულია სამძებრო მოქმედებები.

„ფსოუ-ენგურის გზატკეცილზე, საგზაო ინსპექციის საგუშაგოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ასევე აკონტროლებენ სახელმწიფო -სასაზღვრო ზონებსაც. ოპერატიულ საქმიანობაში ჩართულები არიან ქალაქ სოხუმის, გულრიფშის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებების თანამშრომლები და უწყების ცენტრალური აპარატის ძალოვანი ქვედანაყოფები“, - იუწყება დე ფაქტო შსს-ს პრესსამსახური.

პარლამენტში მომხდარი სროლის შედეგად, „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, დაჭრილ კან კვარჩიას კი შესაბამისი სამედიცინო დახმარება ეწევა.

თვითმხილველი „დეპუტატების“ ინფორმაციით, კონფლიქტი კან კვარჩიასა და ადგურ ხარაზიას შორის, „საკომიტეტო“ სხდომაზე წარმოიშვა, რა დროსაც, მაინინგის და კრიპტოვალუტის უკანონოდ მოპოვების ამკრძალავი კანონპროექტი განიხილებოდა. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.