ახალი ამბები
თბილისში აქციაზე დაშავებული ზუგდიდელი ალექსი თირქია კლინიკიდან გამოწერეს (ფოტო)
„მოგესალმებით მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, გამომწერეს ინგოროყვას კლინიკიდან. ვაგრძელებ მკურნალობას და რეაბილიტაციას, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, პატივისცემისთვის და გვერდში დგომისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში აქციაზე დაშავებული ზუგდიდელი ახალგაზრდა, ალექსი თირქია.

17 დეკემბერს, ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ უთხრა რადიო ,,ათინათს’’, რომ თბილისში, საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავებული 22 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია.

პირველ ეტაპზე, პაციენტი მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა. 10 დეკემბერს, ექიმებმა ის გამოიყვანეს მედიკამენტოზური ძილიდან და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

ცნობისთვის, ალექსი თირქია საავადმყოფოში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით 3 დეკემბერს შეიყვანეს. მას, სავარაუდოდ, ე.წ გაზის კაფსულა წარბის არეში მოხვდა.

ამავე თემაზე:

აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული

გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია - ექიმი აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ ახალგაზრდაზე

ექიმები წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებენ, ყველაფერი ალექსის ორგანიზმზეა დამოკიდებული - აქციაზე დაშავებულის და

ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე - აქციაზე დაშავებულის მამიდა





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.