რეგიონი
დღეს ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართება
დღეს, 25 დეკემბერს, ზუგდიდში, 17:00 საათზე,  ქალთა მარში გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მარში დაიწყება ბულვარის ბოლოში, რაფიელ ერისთავის ბიუსტთან და დასრულდება სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან.

როგორც სოლიდარობის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 16:00 საათიდან მომიტინგეები შეიკრიბებიან ზუგდიდის მერიასთან და იქ მომუშავე საჯარო მოხელეებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ დუმილის დრო არ არის, რადგან დუმილი უკვე პოზიციაა და მოძალადე რეჟიმის მხარეს დგომას ნიშნავს.

,,ქალები კიდევ ერთხელ ავიმაღლებთ ხმას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! მსვლელობით შევუერთდებით ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებთნ ერთადაც უკვე 28-ე დღეა ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის’’, - აღნიშნულია სამოქალაქო სოლიდარობის ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.