ახალი ამბები
წალენჯიხის მოსახლეობისა და მერიის პოზიციაა, მუნიციპალიტეტში არ ჩატარდეს საახალწლო კონცერტი - წალენჯიხის მერია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიციაა, რომ მუნიციპალიტეტში საახალწლო ზეიმი და კონცერტი არ ჩატარდეს.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ყველა მხარესთან შეთანხმებით მიიღეს, "ქართულმა ოცნებამ" პოზიცია ბოლო დღეს შეცვალა და გადაწყვიტა წალენჯიხაში კონცერტის გამართვა.

"ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ არსებული მოვლენების ფონზე, მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიული წინააღმდეგია თვითმარქვია მთავრობის მიერ დაგეგმილი კონცერტის გამართვის. ასევე აღსანიშნავია, რომ რაიმე სახის ღონისძიებაზე მერიას არ გაუცია ნებართვა და ყველა ღონისძიება რაც გაიმართება ქართულ ოცნების მიერ არის უკანონო. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მიიღონ შესაბამისი კანონიერი ზომები უკანონო ღონისძიებების მიმართ.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ წალენჯიხამ ახლახან დაკარგა გამორჩეული ადამიანი, არჩეული მერი, გიორგი ხარჩილავა.

ევროპული მომავლისათვის ბრძოლის პროცესში კი ვხედავთ, თუ რამდენი ადამიანია უმოწყალოდ ნაცემი, დასახიჩრებული და უკანონოდ დაკავებული.

სწორედ ამ მიზეზების გამო, მოსახლეობამ სამართლიანად ჩათვალა, რომ კონცერტი და ტაშ-ფანდური უადგილოა წალენჯიხაში. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნებისათვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქართული, მეგრული ტრადიციები და ჯიუტად ცდილობს, მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მერია მიმართავს კონცერტში მონაწილე ყველა პირს, უარი თქვან მასში მონაწილეობაზე და აცხადებენ, რომ წალენჯიხელებისათვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელია "ქართული ოცნების" ნაბიჯი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.