ახალი ამბები
სოხუმში „პრეზიდენტობის“ კიდევ ერთი კანდიდატი, შამილ აძინბა წარადგინეს
“აფხაზეთის სახალხო პარტიამ” შამილ აძინბა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. ამის შესახებ "აიაშარა" წერს.

ამავე ინფორმაციით, შამილ აძინბა არის პოლიტიკოსი, ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანი, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „პირველი ვიცე-პრემიერი“.

აქვე ვკითხულობთ, რომ 2011 წელს აძინბამ კენჭი იყარა „ვიცე-პრეზიდენტობის“ კანდიდატად „პრეზიდენტობის“ კანდიდატ სერგეი შამბასთან ერთად. 2019 წლის „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მან ხმების 4,14% მიიღო.

არჩევნებში, რომელიც 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება, შამილ აძინბას გარდა „პრეზიდენტობისთვის“ იბრძოლებენ, აფხაზეთის დე ფქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ ადგურ არძინბა, რუსეთის ფედერაციაში „აფხაზეთის სავაჭრო პალატის“ ყოფილი წარმომადგენელი, ოლეგ ბარციცი და „კონტროლის პალატის“ ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა.

15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი, რასაც ოპოზიციური ძალების პროტესტი და ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.

მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის დაფინანსება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.