რეგიონი
მე ჩემთან მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა, თქვენი ნდობა, - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს, 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დილიდან ორბელიანების პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს მან განუცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ:

“მე აქედან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, – თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ორბელიანების სასახლე იქამდე იყო პრეზიდენტის სიმბოლო, სანამ პრეზიდენტი იყო ლეგიტიმური.

“მე ჩემთან მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა, თქვენი ნდობა და ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს, მათია. მე მინდა თქვენთან ერთად დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ლეგიტიმურობა და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არაა, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. მე გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარეობდა.

“იქით არის სიცარიელე, აქ საზოგადოებაა. იქით ჩაკეტილები არიან და ჩვენ ვართ გარეთ, რადგან არაფრის გვეშინია, არც გისოსების... ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი ლაღი, მშვიდნი, ჩვენთან არის სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ერთმანეთის სიყვარული და ამიტომაც ჩვენ გავიმარჯვებთ", – განაცხადა პრეზიდენტმა.  

სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” მხარეს “რუსული ტრაგედია” უწოდა.

"დღემდე, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ აქ მოსულიყვნენ ან ოცნების წარმომადგენლები ან თავად ივანიშვილი, რათა ამ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი მოგვეძებნა - ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არის გამოსავალი მაშინ, როცა ქვეყანა გიყვარს. როგორც ხედავთ, აქ არავინ მოსულა. ნაცვლად ამისა, პასუხი მუქარა, რეპრესიები, ძალადობა, ცინიზმი და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომი იყო. პასუხია ის პაროდია, რაც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ამ სახელმწიფოს ეს არ ეკადრება“, - თქვა მან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პრეზიდენტი აპირებს იმუშაოს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ახალი არჩევნების ჩასატარებლად მოსამზადებელ პირობებზე.

„არჩევნები ჩატარდება - სხვა გზა არ არის და ეს არის ყველა შემთხვევაში, ყველა ასეთი კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი - პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს - თქვენი ჯერია და მოემზადეთ, ამიტომ, რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს დაცვა სჭირდება მედიას, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც საჯარო სამსახურებიდან ათავისუფლებენ.

პრეზიდენტის განცხადებით, ახლო მომავალში ის დაიწყებს მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომედგენლებთან, მათ შორის, ბიზნესთან, საჯარო მოხელეებთან, ახალ პოლიტიკურ ძალებთან, ქვეყნის გარეთ კი საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკოსებთან. ასევე ის გეგმავს რეგიონებში ჩასვლას.

“31-ში [დეკემბერს] რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს და ეს ახალი წელი იქნება მშვიდობიანი, ბედნიერი და გამარჯვებული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტის სასახლე დატოვა იქ შეკრებილ ხალხთან ერთად, გავიდა, სადაც მას მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.