რეგიონი
დაიბედე გამარჯვება - წინააღმდეგობის 36 - ე დღე ზუგდიდში (ფოტო)
უწყვეტი პროტესტის 36-ე დღეს, ზუგდიდში მოქალაქეები ბედობა დღესაც შეიკრიბნენ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან.
ისევე როგორც წინა დღეებში, მომიტინგეები აცხადებენ, რომ პროტესტის მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციის დროს დაკავებული პატიმრების გათავისუფლება.

,,დღეს უკვე 36 - ე დღეა ჩვენ ვიბრძვით საქართველოსში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება, მანამ სანამ საბოლოო მიზნები არ იქნება მიღწეული, ხალხი არ აპირებას გაჩერებას და ეს იგრძნობა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, ჩვენთან ზუგდიდში, სადაც ყოველდღიურად გამოდიან ადამიანები და ითხოვენ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს და ყველა იმ რეფორმას, რაც საჭიროა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ აქციის ერთ -ერთმა ორგანიზატორმა არჩილ თოდუამ.

აქ შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. 

აქციაზე ევროკავშირის და საქართველოს დროშებია გაშლილი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

დავიბედოთ გამარჯვებისთვის ბრძოლა და გამარჯვება - დღეს ზუგდიდში აქცია გაიმერთება

ევროპული საპროტესტო ახალი წელი ზუგდიდში (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
თეგები: აქცია / ზუგდიდი /
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.