ახალი ამბები
მანდარინის 5 მეტრიანი „ნაძვის ხე“ სოხუმში და ციტრუსის „ექსპორტი“ რუსეთში
დღეიდან, 8 იანვრის ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იმართება ფესტივალი „მანდარინი“. სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის, სოხუმში, 31 დეკემბერს დადგეს მანდარინის „ნაძვის ხე“, რომლის სიმაღლე 5 მეტრს შეადგენს.

აფხაზური მედიის თანახმად, მის მოსაწყობად 1.5 ციტრუსი დაიხარჯა. აქვე აღნიშნულია, რომ მანდარინის „მაძვის ხემ“ რეკორდი უნდა მოხსნას, რადგან შარშან მსგავსი კონსტრუქციის სიმაღლე, მხოლოდ 3 მეტრს აღწევდა. 

“აბხაზია ინფორმის“ წერდა, რომ ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 2025 წელს პირველად ჩატარდება, სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იგეგმება ტურისტებისთვის, მათ შორის: საჰაერო ბურთით ფრენა, პლანტაციების დათვალიერება და მოსავლის აღებაში მონაწილეობა, ფოტოსესია, მასტერ - კლასები და სხვ.

დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა აკრძალა მანდარინის „იმპორტი“ აფხაზეთიდან. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განუცხადა „ინტერფაქსს“

„რუსეთის მხარემ აკრძალა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა, სანიტარულ სამსახურებზე დაყრდნობით, როგორც წესი, ეს მავნებელი აფხაზეთში რიგგარეშე არჩევნების წინა დღეს გვხვდება რუსეთის მხარეს. სამწუხაროდ, ეს ღონისძიება შეეხება მოსახლეობის უღარიბეს ფენებს, რომლებიც მათი მოსავლის წყალობით ცხოვრობენ“, - დასძინა მან. 

ბგანბას სიტყვებით, „აფხაზეთის სანიტარული სამსახურები უარყოფენ ციტრუსში მავნებელი მწერის არსებობას“, "როსსელხოზნადზორში" კი განაცხადეს, რომ არ დაუწესებიათ აკრძალვა ციტრუსზე. მათივე მონაცემებით, სეზონის დასაწყისიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე "აფხაზეთმა რუსეთში 20,1 ათასი ტონა მანდარინი გაიტანა".




რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთში მანდარინის "ექსპორტი" ზამთარში აფხაზი ფერმერების მთავარი შემოსავლის წყაროა და რომ "ამ სეზონზე რუსეთში აფხაზეთიდან 36 ათასი ტონა ციტრუსის შეტანა იგეგმებოდა".

მანამდე, ტელეგრამის არხი RESPUBLICA წერდა, რომ მოსკოვს  სოხუმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ თხოვნით ყოფილმა "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ მიმართა.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სრულად შეუჩერა დაფინანსება, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.