ახალი ამბები
„ირო წიმი ევროპაშა“, - ახალი წლის პირველ დღეებში აქცია ზუგდიდში უწყვეტად გრძელდება (ფოტო)
2025 წლის 3 იანვარს, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 37 - ედ შეიკრიბნენ ზუგდიდში. სხვადასხვა თაობის ადამიანები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ.
მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები.


ტრადიციულად, შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ გამომსვლელები, რომლებიც მიმოიხილავენ მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციის შემზღუდავ კანონებს, რომელთაც, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი და უკვე ძალაშია შესული.

„დროას“ აქტივისტმა, მარიამ სიჭინავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ის უკვე მეორედ დააჯარიმეს 2000 ლარით, რადგან, ეხურა ე.წ. ბალაკლავა.

„მეკეთა ე.წ. ბალაკლავა, თუმცა, მათ ჩემი იდენტიფიცირება მარტივად შეუძლიათ, იმიტომ, რომ 37- ე დღეა ვდგავართ აქ და რისი თქმაც მინდა, ისაა, რომ ეს არ იქნება შემაფერხებელი არცერთი ადამიანისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ერთხმად ვიძახით, რომ პრეზიდენტი არის ალაგეტიმური, მთავრობა არის არალეგიტიმური, შესაბამისად, არ ვაღიარებ მათ მიერ ხელმოწერილ კანონებს, და კი, გავაგრძელებ ბალაკლავას ტარებასაც , პიროტექნიკასაც გამოვიყენებ, არც სასამართლოში ვაპირებ მისვლას ...“, - თქვა მან.


აქციაზე მონაწილეებმა, ისევე, როგორც წინა დღეებში, საქართველოს და ევროკავშირის დროშები მიიტანეს, ასევე აქ არის პროევროპული შინაარსის ბანერები.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.