რეგიონი
„არ შეეგუო, იმოქმედე“, - ზუგდიდში პროტესტი გრძელდება (ფოტო)
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები, მასწავლებლები, სტუდენტები და აბიტურიენტები უკვე 38- ე დღეა იკრიბებიან ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან.
მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება: აქციის დარბევისას დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები.

დღევანდელ აქციაზე აღინიშნა, რომ აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც გაერთიანებულები არიან “სამოქალაქო სოლიდარობის ფონდში“, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს და მოიწვიეს ზუგდიდში, მალევე ამ წინადადებაზე მისგან თანხმობაც მიიღეს.

“სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა მიმართა სალომე ზურაბიშვილს წინადადებით, იგი მისთვის სასურველ ერთ რომელიმე დღეს შემორთებოდა ზუგდიდში გასამართ აქციას, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება და ზურაბიშვილისგან ჩვენ გვაქვს თანხმობა და ორშაბათს გვეცოდინება, თუ როდის ეწვევა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდს და ის შემოუერთდება ჩვენს აქციას“, - უთხრა შეკრებილებს არჩილ თოდუამ.

აქციაზე მონაწილეებმა, ისევე, როგორც წინა დღეებში, საქართველოს და ევროკავშირის დროშები მიიტანეს ასევე ბანერები პროევროპული წარწერებით.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.