რეგიონი
ზუგდიდში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა
ბოლო ორი კვირაა სამეგრელოში სეზონური ვირუსების რაოდენობამ იმატა და სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა.

რუხის კლინიკური დირექტორი გიგა ფარფალია რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ მიმდინარე თვეში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ჰოსპიტალში ვირუსული პნევმონიით, ქრონიკულ და ხანდაზმულ პაციენტებს მკურნალობენ.

მისი თქმით, პნევმონიით გართულებული პაციენტების მომართვიანობა ოკუპირებული აფხაზეთიდანაც გაიზარდა.

,,დაახლოებით სხვა თვეებში, ოქტომბერ - ნოემბერში თუ იყო 15 პაციენტი ვირუსული პნევმონიით და გართულებული, ამ თვეში დაახლოებით 35 პაციენტზე გადავედით განყოფილებაში. აქ კლინიკაში ასაკოვანი და ქრონიკული პაციენტებია, ვისაც გრიპის ობსტრუქციული დაავადებები აქვთ, გულის უკმარისობის და ა.შ. აფხაზეთიდანაც არის დიდი მომართვიანობა, პნევმონიით გართულებული პაციენტების, როგორც სტაციონარში იქაური მწოლიარე პაციენტების, რომლებიც გადმოგყვავს, ასევე თვითმომართვიანობა’’, - განმარტა რუხის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა გიგია ფარფალიამ.

ევექსის კლინიკური ხელმძღვანელი სულხან ორჟონია აცხადებს, რომ სეზონური ვირუსის შემთხვევებმა ბოლო ორი კვირაა მოიმატა. მისივე ინფორმაციით, ძირითადად ცირკულირებს H1N1 და წამყვანი სიმპტომია, ცხელება, ხველა და კუნთების ტკივილი.

,,სეზონური გრიპია, მომართვიანობამ იმატა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ძირითადად ცირუკულირებს H1N1, ძირითადი სიმპტომები ეს არის ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი, ძალიან მძიმე მდგომარეობით არ ყოფილა პაციენტი, რომელსაც დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა’’, - ამბობს სულხან ორჟონია.

მან აღნიშნა, რომ ყოველდღე საავადმყოფო სეზონური ვირუსით დაინფიცირებულ 15 - მდე პაციენტს იღებს.

სამედიცინო ცენტრ ,,ენელაის’’ დირექტორის მოადგილემ ნუკრი ნადარაიამ რადიო ,,ათინათს’’ უთხრა, რომ კლინიკაში მიმდინარე თვეში ზედა სასუნთქი გზების ინფექციებმა იმატა, თუმცა საგანგაშო ვითარება არ შეინიშნება.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას თქმით, ვირუსული ინფექციით, განსაკუთრებით გრიპით, დეკემბრის ბოლოს მომართვიანობა მატებისკენ იყო მიმართული. ის ამბობს, რომ სეზონური ვირუსია და რეგიონში ვითარება ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის.

,,დეკემბრის ბოლოს აშკარად მატებისკენ იყო მიმართული მომართვიანობა, რაც შეეხება ვირუსების გავრცელებას ძირითადად გრიპი ცირკულირებს ჩვენს რეგიონში, მოსახლეობას შეუძლია გააგრძელოს აცრების ჩატარება, გვაქვს ჩვენ ამის საშუალება საამბულატოროს მიმართოს პაციენტმა და ჩაიტაროს გრიპის სააწინააღმდეგო აცრა. ვირუსი საგანგაშო ფონურ მაჩვენებელზე მაღალი არ არის ამ ეტაპზე, სეზონური ვირუსია და ამ სეზონზეც მატება შეიმჩნევა, თუმცა ფონურ მაჩვენებელზე მაღალი არ არის და ეპიდემიური ხასიათი ნამდვილად არ შეუძენია’’, - გვითხრა ნანა ოდიშარიამ.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.