ახალი ამბები
სოხუმში „პრეზიდენტობისთვის“ მხოლოდ 5 კანდიდატი იბრძოლებს, - მედია
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „პრეზიდენტობის“ კანდიდატების წარდგენა დასრულდა. მედიის ცნობით, „ცესკოში“ ხუთი კანდიდატის დოკუმენტაცია შევიდა, ესენი არიან:
„პრეზიდენტის“ მოვალეობის შესმრულებელი, - ბადრა გუნბა;

ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი - ადგურ არძინბა;

აფხაზეთის ყოფილი „სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში“ - ოლეგ ბარციცი;

„კონტროლის პალატის“ ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;

კომერციული ბანკის „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე - ადგურ ხურხუმალი.

სხვადასხვა მიზეზების გამო „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კან კვარჩიამ და „სახალხო პარტიის“ლიდერმა შამილ აძინბამ.

კან კვარჩია, რომელიც 2024 წლის 19 ნოემბერს „პარლამენტის“ შენობაში დაჭრეს, აცხადებს, რომ „პრეზიდენტობისთვის“ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იბრძოლებს. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია.  მკვლელობაში ეჭვმიტანილ ადგურ ხარაზიას, ამ დრომდე ეძებენ. 

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი, რასაც ოპოზიციური ძალების პროტესტი და ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.

მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის დაფინანსება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.