ახალი ამბები
ხვალ ზუგდიდში მივდივარ, ხალხთან, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ, ახალ ოფისში პირველი პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ხვალ ზუგდიდში ჩამოვა.

ზურაბიშვილის თქმით, ის გააგრძელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასვლას, რადგან, როგორც ის ამბობს, საქართველოს ყველა მოქალაქის პროტესტი მხოლოდ თბილისში არ არის.

"ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ის ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას, რასაც რამდენადაც შემიძლია, ვუერთდები. ის ხალხი, რომელიც დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ - თბილისის გარეთაც. ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ხვალ ზუგდიდში მივდივარ, სადაც ამ ხალხთან, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, მათთან ვიქნები. მას შემდეგ, რაც ამერიკიდან დავბრუნდები, გავაგრძელებ სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლას იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის პროტესტი მხოლოდ თბილისში არ არის, ამაში დიდი სიახლეა, რომ მთელ ქვეყანაში არის გავრცელებული. ჩვენც ყველგან უნდა ვედგეთ გვერდში ჩვენს მოქალაქეებს, სადაც არ უნდა იყვნენ, ეს არის ჩემი მიზანი. მე ყველასთან მექნება კავშირი. ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოს, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების და მისი კურსის გარეშე, არ შეიძლება მიღწეული იყოს", - თქვა მე-5 პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის" ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს, 11 იანვარს, 14 საათზე ზუგდიდში დაგეგმილ აქციას სალომე ზურაბიშვილი შეუერთდება. ორგანიზატორების თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ზურაბიშვილმა საზოგადოების გამაერთიანებლის ფუნქცია იკისრა და მისი რეგიონული ტურნეს ზუგდიდიდან დაწყება ნიშნავს იმას, რომ ხალხის ბრძოლა ღირებული და მნიშვნელოვანია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.