რეგიონი
სვანეთში განზარახ მკვლელობისთვის დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს
დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მესტიაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ორივე პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარემ წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობის მოტივად სხვადასხვა გარემოება დაასახელა, მათ შორის ის, რომ ორივე დაკავებილი პირობითი მსჯავრის ქვეშ არის და არსებობს მიმალვის საფრთხე.

პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, დაზარალებულმა ამოიცნო ის პირი, თუ ვინ განახორციელა ვიქტორ სოლოვიოვის განზრახ მკვლელობა.

,,ამოღებული არის ცეცხლსასროლი იარაღი პისტოლეტი, რომელიც იყო მკვლელობის ერთ - ერთი საგანი, შესაბამისად ასევე ვაზნა, ასევე მობილური ტელეფონის აპარატი, ასევე არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარეალებულმა ასევე ამოიცნო, ის პირი თუ ვინ განახორციელა ვიქტორ სოლოვიოვის განზრახ მკვლელობა, დაზარალებულის ავტომანქანიდან არანაირი სახის კანონსაწინააღმდეგო, თუნდაც ნარკოტიკული საშუალება ამოღებული არ ყოფილა’’, - განაცხადა პროკურორმა.

რევაზ პაკელიანის ადვოკატმა ვახტანგ გაბედავამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება 100 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.

,,ბრალი განზრახ მკვლელობაში აქვს წარდგენილი, ეს ამბობს რომ თავდაცვის მიზნოთო, მოგერიების მიზნით სულ სხვაა, განზრახ მკვლელობა სულ სხვაა’’, - ამბობს გაბედავა.

პროკურორის კითხვაზე, გაისროლა თუ არა, დაკავებულმა რევაზ პაკელიანმა, მან თქვა, რომ თავის დაცვის მიზნით ისროლა.

ბეჟან ჭკადუას ადვოკატმა სასამართლოზე დააყენა შუამდგომლობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის სახით 5 ათას ლაიანი გირაო შეფარდებოდა. მისი თქმით, არ არსებობს ჭკადუას ბრალის დამამტკიცებელი მასალები.

,,ბეჟან ჭკადუა არის უდანაშაულო, არანაირი კავშირი არ აქვს არც მკვლელობასთან და არც მის მოქმედებაში ყაჩაღობის შემადგენლობა აბსოლუტურად არ არსებობს, ყაჩაღობაზეა საუბარი და ამ დროს, ოქრო, ფული, ყველაფერი იყო მანქანაში, არცერთი არ არის წაღებული’’, - თქვა ლაშა ხოშტარიამ.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა,  25 თებერვალს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ზუგდიდი-მესტიის გზაზე ყაჩაღობა 5 იანვარს მოხდა. ორივე მამაკაცი პოლიციამ ორ დღეში დააკავა. დანაშაულები სასჯელად სხვადასხვა ზომას, მათ შორის, უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

მესტიაში უცხოელი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

სვანეთში უცხოელ ტურისტებზე თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებენ

პოლიციამ სვანეთში დაკარგული კაცის ცხედარი მდინარეში იპოვა, თავდამსხმელები კი დააკავეს

პროკურატურამ სვანეთში მომხდარ თავდასხმაზე ბრალდება ორ პირს წარუდგინა




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.