ახალი ამბები
გამოდი სიტყვის თავისუფლებისთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის - ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართება
პროტესტის 47-ე დღეს, 13 იანვარს მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან 22:00 საათიდან შეიკრიბებიან და ძველით ახალი წლის დღესასწაულს ერთად შეხვდებიან. ამის შესახებ სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.

"სამეგრელოში ძველით ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, თუმცა, ყველა დღესასწაული და მისი აღნიშვნა აზრს კარგავს, როდესაც სამშობლოს დაცვისთვის რეჟიმს ტყვეობაში უამრავი ადამიანი ჰყავს, თავს ესხმის თავისუფალ მედიას და ძალადობრივად ცდილობს პროტესტის ჩახშობას. ასეთ დროს დუმილი ძალადობის მხარეს დგომაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტის მონაწილეებს სიტყვის თავისუფლებისთვის, თანამებრძოლების თავისუფლებისთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის.

ამავე თემაზე:

მე, თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელით იქაც ჩავალ, ვაშინგტონში, - სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის აქციაზე (ფოტო/ვიდეო)

ხელახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში აქციები გრძელდება (ფოტო)

„ირო წიმი ევროპაშა“, - ახალი წლის პირველ დღეებში აქცია ზუგდიდში უწყვეტად გრძელდება (ფოტო)

ზუგდიდში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება (ფოტო)




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.