ახალი ამბები
ზუგდიდში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე შუქნიშნები დაზიანებულია
ზუგდიდში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე შუქნიშნები არ ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მწყობრიდან გამოვიდა ხუბულავასა და აღმაშენებლის, თავისუფლებისა და თაბუკაშვილის, პუშკინისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე განთავსებული შუქნიშნები.

რადიო "ათინათს" მერიაში უთხრეს, რომ ჯერჯერობით ტენდერი გამოცხადებული არ არის და მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება.

ცნობისთვის, პუშკინისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე არსებული შუქნიშანი პერიოდულად გამოდის მწყობრიდან. 2024 წელს, ის რამდენიმე თვე დაზიანებული იყო და მუნიციპალური ორგანოს წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებდნენ, როდის მოგვარდებოდა პრობლემა.

ამასთან, სატრანსპორტო შუქნიშნის ავტომატური მართვის კონტროლერისა და მოდულების შესასყიდად, მერიამ 52 911 ლარის ღირებულების ტენდერი 2024 წლის 18 სექტემბერს გამოაცხადა, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. 

ამავე თემაზე:

მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაირთვება, თითქმის, ორი თვის წინ ჩამქრალი შუქნიშნები
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.