ახალი ამბები
სასამართლომ აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის მასწავლებელი 5000 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მასწავლებელი მანანა მიქავას პროცესი გაიმართა. მას გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც შეკრების ან მანიფესტაციის დროს პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ გვანცა ვარდანიძემ მიიღო და მასწავლებელს ადმინისტრაციულ სახდელად 5000 ლარი დააკისრა.

მასწავლებელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

მიქავა, 16 იანვარს, ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, პიროტექნიკის გასროლის გამო, დააკავეს. მან ფეიერვერკი დაკავებული კერენ ესებუას და მარიამ სიჭინავას მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაისროლა. მოგვიანებით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ზუგდიდში, გუშინ, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.

ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლისა და აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი 15 იანვარს გაიმართა. სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების ექვს ეპიზოდშივე სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა. ის პირველად, 13 იანვარს, დააკავეს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში მასწავლებელი დააკავეს (ფოტო/ვიდეო)

ზუგდიდში აქციაზე მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს

სასამართლომ მარიამ სიჭინავა 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციის მონაწილეები ბალაკლავას ტარებისთვის დააჯარიმა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.