რეგიონი
დღეს თბილისში, ზუგდიდელ აქტივისტ ქალებს სოლიდარობას გამოუცხადებენ
დღეს, 18 იანვარს, თბილისში, მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ ზუგდიდელ აქტივისტ ქალებს, რომლებიც არაერთხელ დააჯარიმეს აქციაზე ნიღბის ტარების და ფეიერვერკის გამოყენების გამო.

ინფორმაცია ჯგუფ „დაიტოვეში“ გავრცელდა ·

"არალეგიტიმურ პარლამენტს არ შეუძლია მიიღოს კანონი. შესაბამისად, ჩვენ არ ვემორჩილებით ივანიშვილის “პარლამენტისა” და მისი პირადი “პრეზიდენტის” მიერ დამტკიცებულ შეზღუდვებს! თანამებრძოლებო, ჩვენი პროტესტი ახალ ფაზაში გადადის, განახლებული ენერგიით! სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულ მარიამ სიჭინავას და სხვა ზუგდიდელ აქტივისტებს. მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში. აუცილებელია, რომ ვიყოთ პუნქტუალურები და უშიშრები. ჩვენს უსაფრთხოებას განსაზღვრავს ჩვენი რაოდენობა! გაბედე და გამოდი!", - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში, რომლის ორგანიზატორია "დაიტოვე".

დაუმორჩილებლობის მსვლელობაა ფილარმონიასთან 20:30 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, ზუგდიდში 16 იანვარს აქციაზე პიროტექნიკის გასროლის გამო, აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს. ასევე პოლიციის სამმართველოსთან, იმავე დღეს, საპროტესტო აქციის დროს, პიროტექნიკის გასროლის გამო, მასწავლებელი მანანა (მიკო) მიქავა დააკავეს. მან ფეიერვერკი დაკავებული კერენ ესებუას და მარიამ სიჭინავას მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაისროლა. მოგვიანებით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ გვანცა ვარდანიძემ მიიღო და მასწავლებელს ადმინისტრაციულ სახდელად 5000 ლარი დააკისრა.

რაიონულ სასამართლოში პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლისა და აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი 15 იანვარს გაიმართა. სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების ექვს ეპიზოდშივე სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა. ის 13 იანვარს, დააკავეს და სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.