ახალი ამბები
ჩხოროწყუს მერია უფასო სასადილოზე ტენდერს აცხადებს, რომელშიც ბენეფიციარების კვება დღეში 3.91 ლარი დაჯდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მზრუნველობა მოკლებულების უფასო კვებით უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

დოკუმენტაციის მიხედვით, შესაბამისი ტენდერი 35 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური ერთჯერადი კვების მომსახურების გაწევას ითვალისწინებს, ერთ ადამიანზე დღიური ულუფის ღირებულება კი 3.91 ლარი იქნება.

კვირის დღეების მიხედვით, მენიუს ჩამონათვალი კი შემდეგნაირია:

ორშაბათი: ბორში (საქონლის ხორცით), მაკარონის ფაფა, ლიმონათი, პური.

სამშაბათი: თევზი, ვერმიშელის ფაფა, მოხარშული კვერცხი, ლიმონათი, გუფთა, პური.

ოთხშაბათი: ქათმის ჩახოხბილი, მაკარონის ფაფა, ლიმონათი, პური.

ხუთშაბათი: ბორში (საქონლის ხორცით), ფლავი, ლიმონათი, პური.

პარასკევი: ლობიოს წვენი, მაკარონის ფაფა, ფუნთუშა, ლიმონათი, პური.

შაბათი: მაკარონი ფარშით, ბრინჯის ფაფა, კარტოფილის პიურე, ლიმონათი, პური.

კვირა: ქათმის ფრთების ბულიონი, კისელი, მოხარშული კვერცხი, ლიმონათი, პური.

ტენდერში წინადადებები 5-7 თებერვალს მიიღება. შესყიდვაში გამარჯვებული ვალდებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულოს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.